18 დეკემბრის ღამეს რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ როსტოვში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული დრონის თავდასხმის შედეგად სატვირთო გემი დაზიანდა.
ოფიციალური ცნობებით, ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი და სამი დაშავდა.
ასევე დღეს, 18 დეკემბერს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
___________
ფოტოზე: კადრი ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეომასალიდან.