უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 188 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 410 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 23 721 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 35 041 ერთეული [+9]
- MLRS – 1 567 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 259 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 90 124 ერთეული [+440]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+13]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 69 798 ერთეული [+81]
- სპეცტექნიკა – 4 026 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 669 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 102 637 უპილოტო საფრენი აპარატი
- 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 531 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 631 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 31 891 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 49 012 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






