რუსეთში მწერალ ბორის აკუნინს დაუსწრებლად მიუსაჯეს ერთწლიანი პატიმრობა „უცხოელი აგენტის საქმის“ გამო.
რუსული მედიის ცნობით, პირველ განაჩენთან ერთად, სასჯელმა ჯამში 15 წელი შეადგინა – პირველი ოთხი წელი ციხეში, ხოლო დანარჩენი – კოლონიაში.
ასევე, აკუნინს რუსეთში ექვსი წლით აეკრძალა ინტერნეტში პუბლიკაციების გამოქვეყნება და დაეკისრა ჯარიმა, 600 000 რუბლი.
2025 წლის ზაფხულში ბორის აკუნინი რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის, ტერორიზმის გამართლებისა და „უცხოელი აგენტის“ საქმიანობის ბრალდებით და მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდების საფუძველი იყო აკუნინის საუბარი რუსეთის ომის პროპაგანდისტებთან ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შესახებ.
რუსეთში ბორის აკუნინის წიგნების გაყიდვა და გამოცემა შეჩერებულია.
აკუნინი რუსეთში 10 წელზე მეტია არ ცხოვრობს, მან ქვეყანა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დატოვა.
ამავე თემაზე:
ეს კანონი სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს – აკუნინი ქართველებს მოუწოდებს არ დათმონ თავისუფლება