უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 146 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 329 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 535 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 273 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 535 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 237 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 78 258 ერთეული [+398]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 918 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 66 574 ერთეული [+70]
  • სპეცტექნიკა – 3 990 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 95 059 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 635 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 862 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 609 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 099 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 45 925 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპი პუტინზე: მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version