საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, რომლის პროევროპულმა პარტიამ არჩევნებზე, წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების 50.14% მიიღო.

„ბრავო! თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.

პროევროპული საქართველო თქვენ გვერდით დგას და მისი წინააღმდეგობა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ურყევია“ – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

წინასწარი შედეგებით, სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“ ხმების 50.14 % მიიღო, პრორუსულმა კოალიცია „პატრიოტულმა  ბლოკმა“ კი – 24.19%. დათვლილია ხმების 99.87% ამ შედეგების მიხედვით, სანდუს პარტია პარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version