უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 025 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
- ტანკი – 10 990 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 22 953 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 29 921 ერთეული [+56]
- MLRS – 1 428 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 191 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 420 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 43 609 ერთეული [+306]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+3]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 54 148 ერთეული [+149]
- სპეცტექნიკა – 3 925 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 67 349 უპილოტო საფრენი აპარატი
- 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 137 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 575 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 26 993 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 37 677 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ