გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ნოემბრის 21 საათიდან 4 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ჭექა-ქუხილი, მთაში თოვა, ზოგან – დროგამოშვებით ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 11– 16 გრადუსი სითბო
- ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
- ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
- დღისით: 1 გრადუსი სითბო – 3 გრადუსი ყინვა
- ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5-6 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.
__________________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან






