დღეს, 15 აგვისტოს, ავარია მოხდა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე.

ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად 6 დაშავებული, მძღოლები და მგზავრები, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქობულეთში, „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

_____________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

 

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version