კომპანია „სოკარის“ ცნობით, 10 ივლისს, ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ.

კომპანიის ცნობით, 11-დან 17 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება:

  • ოსტროვსკის ქუჩას N45-დან N53-ის ჩათვლით;
  • ვაჟა-ფშაველას ქუჩაზს N119-დან N123-ის ჩათვლით;
  • გურამიშვილის ქუჩის N48-ს;
  • ჩოლოყაშვილის მეორე შესახვევსა და ოსტროვსკის მეორე შესახვევში მცხოვრებ 30 აბონენტს;
  • ახალშენის დასახლებაში N19-დან N25-ის ჩათვლით მცხოვრებ აბონენტებს;
  • ურეხის დასახლებაში N19-დან N22-ის ჩათვლით;
  • ფერიას დასახლებასა და თაბუკაშვილის ქუჩა N17-ში მცხოვრებ 95 აბონენტს.

„სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 10 ივლისის 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version