ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესი შეიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 ივლისიდან ავტომობილების მფლობელებს უფლება მიეცათ წინა გვერდითა მინები 60 %-მდე დაამუქონ.

აქამდე მძღოლებს წინა გვერდითა მინების მხოლოდ 40%-მდე დამუქების უფლება ჰქონდათ.

შსს-ს ცნობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე  კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version