მთავარი,სიახლეები

“გავაგონოთ ხმა რუსთაველზე მდგომებს” – 2 მაისს ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

02.05.2024
“გავაგონოთ ხმა რუსთაველზე მდგომებს” – 2 მაისს ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

სტუდენტები 2 მაისს,19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ.

აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “მარტიანელებია”.

“თბილისში ჩვენს გამო ჩვენს თანამოქალაქეებს სცემენ… ჩვენთვის მებრძოლმა თანამოქალაქეებმა ბათუმის მხარდაჭერა უნდა იგრძნოს, ბათუმმა თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას.

გელოდებით, 2 მაისს საღამოს შვიდ საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან. ბათუმის რუსთაველის ქუჩიდან გავაგონოთ ხმა თბილისის რუსთაველის ქუჩაზე მდგომ ქართველებს.

ბევრნი ვიყავით, კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ. გააგებინეთ ყველას, მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, კურსელებს, კლასელებს, ლექტორ-მასწავლებლებს, კოლეგებს და ერთად ვუთხრათ კი საქართველოს განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს”,- განცხადებას ავრცელებენ აქციის  ორგანიზატორები.

მარტიანელებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 1-ელ მაისსაც გამართეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: