ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ახლად მოასფალტებულ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე შემოღობილი ტროტუარების დასათვალირებლად იმყოფებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი. „მათ ადგილზე გასვლით დაადგინეს, რომ აღნიშნული ტერიტორიები [ტროტუარები] კერძო მესაკუთრეებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული აქვთ 8-9 წლის წინ. შესაბამისად, ისინი კანონიერი მფლობელები არიან“, – აცხადებენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

დავიდოვის სახლის ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ამ სახლის მფლობელს ტროტუარი 100%-ით აქვს შემოღობილი
დავიდოვის სახლის ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ამ სახლის მფლობელს ტროტუარი 100%-ით აქვს შემოღობილი

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ტროტუარები მიტაცებული აქვს დაახლოებით შვიდ ოჯახს. 100%-ით ტროტუარი მიუტაცებია ბიზნესმენ სერგეი დავიდოვს, რომელიც ბათუმში კომპანია DS გრუპით ოპერირებს.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version