ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში მდებარე მიწის ნაკვეთებისა და შენობების შესაძენად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. მთავრობის შესაბამისი განკარგულება გუშინ გამოქვეყნდა.

ანგისის ქუჩა №41-ში არსებული ქონება, რომელშიც „იტალური სკოლა“ ფუნქციონირებდა, გენადი მიქელაძის საკუთრებაა. ანგისის ქუჩა №39-ში მდებარე ქონება კი დღეს ფატი მახარაძის საკუთრებაშია. მესაკუთრე აცხადებს, რომ ამ ქონების გაყიდვაზე არ არის საუბარი. თუ საიდან მოხვდა მთავრობის დადგენილებაში ანგისის ქუჩა №39,  „ბათუმელები“ კომენტარს აჭარის მთავრობისგან ელოდება.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version