სიახლეები

ატესტაცია ბათუმის მერიაში – ტესტირების გრაფიკი

12.02.2015
ატესტაცია ბათუმის მერიაში – ტესტირების გრაფიკი

 

ტესტირების დღეს, ტესტირებაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად, კონკურსანტები გრაფიკის შესაბამისად უნდა გამოცხადდნენ  ტესტირების ჩატარების ადგილას, რეგისტრაციის დაწყების დროს. ტესტირების მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან/და პირადობის მოწმობა ან/და მართვის მოწმობა). პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გარეშე პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.

პირი, რომელიც დადგენილ დროში არ გაივლის რეგისტრაციას, ტესტირებაზე არ დაიშვება. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად მიზეზისა (საპატიო თუ არასაპატიო) მონაწილე ფასდება 0 ქულით – აღნიშნულია ბათუმის მერიის ვებგვერდზე. 





გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.