ნეტგაზეთი • RU

2015 წელს ბათუმის ბულვარის დაფინანსება 5,144,600 ლარით განისაზღვრა

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაცია ამის შესახებ სამინისტრომ გაავრცელა.

 

დავით ბალაძე

მინისტრი გედების ტბისა და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოს დეტალებით დაინტერესდა.  ამ ეტაპზე ბულვარში სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:გედების ტბის მოაჯირის შეცვლა თანამედროვე დიზაინის ჭედური მოაჯირით; ფარშევანგებისა და თუთიყუშებისთვის თანამედროვე დიზაინის ვოლიერებისა და კარიების მოწყობა;

ბათუმის ბულვარში, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული მოაჯირის რეკონსტრუქცია და კორდის საფარის შეცვლა ბუნებრივი გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით; მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ ბუნებრივი გრანიტის ფილებისა და ბაზალტის ბორდიურის შესყიდვა-დაგება.

აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალ – მარტში უნდა დასრულდეს.  
2015 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ბულვარის დაფინანსება 5,144,600 ლარით განისაზღვრა. 
გასულ წელთან შედარებით დაფინანსება 436 000 ლარით არის გაზრდილი.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.