სიახლეები

ბათუმში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

02.02.2015
ბათუმში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

 

გასულ წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მოიცვა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს ტურისტთა განსაკუთრებული სიმრავლით  ბათუმის საბაგირო გზასთან არსებული საინფორმაციო ცენტრი გამოირჩეოდა, რომელიც ზაფხულში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. ასევე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა ბულვარისა და სარფის საინფორმაციო ცენტრები.

 

სტატისტიკის მიხედვით,  2014 წელს 2013 წელთან შედარებით 69,8%-ით მეტმა ტურისტმა ისარგებლა საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით. ყველაზე მეტი ტურისტული მომსახურება შეიძინეს უკრაინელმა (51%), რუსმა (22%) და ბრიტანელმა (14%) ტურისტებმა. ყველაზე გაყიდვადი ტური აჭარაში იყო მთიანი აჭარის ტური, რომელიც მახუნცეთის ხიდსა და ჩანჩქერს, ზვარეს ეკლესიასა და ღვინის სახლს მოიცავდა. პოპულარობით სარგებლობდა ასევე ქალაქის ტური, ბოტანკური ბაღი და მტირალას ნაციონალური პარკი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.