Batumelebi | კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში – Batumelebi
RU | GE  

კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, “რეგიონში ინვესტიციის მოზიდვის ხელშეწყობის” პროგრამისა და ქვეპროგრამის “ეკონომიკური ობსერვატორია” სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით, სამ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს:

 

 ორი ეკონომიკური ექსპერტი (შტატგარეშე) და ერთი ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი (შტატგარეშე).

 

სამინისტრო თანამშრომლებს სამ თვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ. ეკონომიკური ექსპერტების ხელფასი 1250 ლარი, ხოლო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის ხელფასი 1500 ლარი იქნება.

 

ეკონომიკური ობსერვატორიის მთავარი მიზანი ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის წარმოება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების საფუძველზე, რეგიონის მთავრობისთვის ეფექტური ექსპერტულ-ანალიტიკური დახმარების გაწევაა.

 

აჭარის ეკონომიკური ობსერვატორის ვებ-გვერდის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ ანალიტიკური ინფორმაცია სხვა და სხვა წყაროებიდან,  ასევე გაეცნონ აჭარის რეგიონის ეკონომიკისა და შრომის ბაზრის საკითხებთან დაკავშირებით, კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე დამუშავებულ და დახარისხებულ ინფორმაციას.

 

განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა 2015 წლის 31 იანვარია.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"