აჭარის ტურიზმისა და კურორტების 2014 წლის18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით მომსახურების სფეროში გადამზადების კურსებს ატარებს.
გადამზადება ორი მიმართულებით ჩატარდება: მზარეულების გადამზადების კურსები (15 ადამიანი), ბარმენების გადამზადების კურსები (10 ადამიანი).
ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი One World.
მოწვეული ტრენერებია: ემილ ილურიძე (მზარეულების ტრენინგი); მაია ბარნოვი (ბარმენების ტრენინგი).
ტრენინგის განმავლობაში გათვალისწინებულია პრაქტიკული მეცადინეობაც.