დღეს, 5 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში, ჰაინრიჰ ბიოლის ცენტრის მიერ ორგანიზებული ლექციების კურსის – “ვის ეშინია ფემინიზმის?” ფარგლებში, გენდერის კვლევების მაგისტრი, კინომცოდნე თამთა თათარაშვილი, წაიკითხავს ლექციას ტემაზე „გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში“.
ლექციის მიზანია ქართულ კინოში ქალთა რეპრეზენტაციის ანალიზი ფემინისტური პერსპექტივიდან – “ერთი კონკრეტული ქართული ფილმის მაგალითზე განვიხილავთ, თუ როგორ იყენებს კინო სექსუალობას, დაშვებებისა და აკრძალვების სისტემას ფემინური და მასკულინური სუბიექტების წარმოებისათვის. ვიმსჯელებთ, თუ რა კონტექსტი განაპირობებდა ქალთა საკულტო სახეების შექმნას და როგორ იწარმოებოდა გენდერული სტერეოტიპები ქართული კინოს ისტორიაში”.