Batumelebi | ბათუმში სამი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა ბათუმში სამი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში სამი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა

 

დღეს ბათუმში, სასტუმრო რედისონში, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა, რომელსაც სამი ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ ძირითადად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. კომენტარები პრესისთვის მოგვიანებით გაკეთდა. 

 

სამად სეიდოვი, აჰმედ ბერატ ჩონკარი და თედო ჯაფარიძე. საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

 

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. რადგან სხვადასხვა ქვეყანას რეგიონის მომავალზე ერთი ხედვა აქვს. ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს ხედვას რეგიონის განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები.

 

სამ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა იყოს და შესაძლებელია იყოს, მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. მხედველობაში უნდა მივიღოთ მსოფლიოში არსებული კონფლიქტები.  უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ისლამური სახელწიფოს შექმნა, მსოფლიოში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად.

 

თითოეულ ქვეყანას შეუძლია აჩვენოს რომ ერთიანობით შეგვიძლია მივაღწიოთ ეკონომიკურ პროგრესს, მშვიდობას. ერთიანობით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ თუ მეზობელ სახელმწიფოებს შეუძლიათ კომუნიკაცია და ერთად ყოფნა, ეს იქნება საუკეთესო გზავნილი მსოფლიოსთვის.

 

დღეს სხვადასხვა საკითხზე ვიმსჯელეთ: შევთანხმდით, რომ სამი თანათავმჯდომარის შეხვედრა თურქეთში გაიმართება. შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრებზე უნდა გავაკეთოთ იმაზე მეტი ვიდრე წარსულში გაგვიკეთებია. ამ შეხედულებების მქონენი შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლოთ ხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ინსტიტუციასთან. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი თანამშრომლობის შედეგია. ამავე დროს იმედი მაქვს, რომ ამგვარი თანამშრომლობა და შეხვედრები არამარტო პარლამენტის წარმომადგენლებს შორის, არამედ მედიის, კულტურის, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართება,“ – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სამად სეიდოვმა.

 

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

 

„ეს თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მეორე შეხვედრაა. დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ვილაპარაკეთ,“- განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ბერატ ჩონკარმა.

 

შეხვედრაზე ექსპერტის სტატუსით იყო მიწვეული საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც ახლა სტრატეგიული კვლევევნის ცენტრის დირექტორია და  საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ვალერი ასათიანი. ასათიანი ამჟამად ასოციაცია „კულტურათა დიალოგი 21-ე საუკუნე“ პრეზიდენტია.

 

 „ირაკლი მენაღარიშვილმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ რეალობებზე რეგიონში, თუ რა  დინამიკაა, როგორ ვითარდება მოვლენები. მოგვაწოდა თავის მოსაზრებები, პერსპექტივებთან დაკავშირებთ, როგორ შეიძლება განვითარდეს და რა როლი შეიძლება ითამაშოს ამაში თურქეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა.

 

ვალერი ასათიანმა ისაუბრა კულტურაზე, როგორც საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტზე. შედეგი ამ შეხვედრის არის ის რომ რეგიონის სამი წარმომადგენელი ვსაუბრობთ ყველა თემაზე რაც ეხება ამ სამი ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა  კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.

 

მისივე თქმით დღეს შეხვედრაზე საუბარი იყო რეგიონულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ეკონომიკაზე და ენერგო უსაფრთხოებაზე. 

 

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

 

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

 

ირაკლი მენაღარიშვილი და ვალერი ასათიანი საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების სამმხრივი შეხვედრა. ბათუმი 27.11.2014

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი