სიახლეები

დინა ოგანოვას “ჩემი სივრცე” ბათუმში

21.11.2014
დინა ოგანოვას “ჩემი სივრცე” ბათუმში

 

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების უმრავლესობა საძინებელშია გადაღებული, ფოტოებს თან ერთვოდა ფოტოზე გამოსახულ დამიანთან ინტერვიუ. დამთვალიერებლებს აგრეთვე შეეძლოთ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების აუდიო ჩანაწერის მოსმენა. 

 

„პროექტი განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელშეწყობით, პირველი გამოფენა იყო თბილისში, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეტანა ეს სერია ბათუმში, რადგანაც ეს გამოფენა არა მხოლოდ თანამედროვე გამოწვევას პასუხობს, არამედ ხელოვნების მხრივაც ძალიან საინტერესოა. ფოტოებთან ერთად საინტერესოა ეს ინტერვიუები, თუ როგორ ხედავენ ადამიანები საკუთარ მეს, იხსენებენ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, ყვებიან, თუ რა პერიპეტიები გაიარეს ცხოვრებაში. შინაარსობრივად, ვფიქრობ, საინტერესოა როგორც პერსონაჟები, ასევე მათი ისტორიები. ეს ხმოვანი ინსტალაცია კი განსაკუთრებულად უხდება ამ ფოტოგამოფენას” – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თანამედროვე სახელოვნებო სივრცის პიარ-მენეჯერმა ლაშა ფალავანდიშვილმა. 

 

დინა ოგანოვა თავისუფალი ფოტოგრაფია. იგი მუშაობდა ფოტოჟურნალისტად ქართულ საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალებში და გახლდათ რამდენიმე ფილმის ფოტოგრაფი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საქართველოში, უკრაინაში, პოლონეთში, შვედეთში, თურქეთსა და ბანგლადეშში. მისი ფოტოები დაბეჭდილია რამდენიმე წიგნში, მათ შორის, „ერთად ცხოვრება“, დაფინანსებული ბრიტანეთის საბჭოს მიერ( 2009), ProArt ფოტოგრაფია– დაფინანსებული პროკრედიტ ბანკის მიერ (2011) და ფოტოკონკურს ,,ქოლგის“ ყველა გამოცემაში 2007 წლიდან.

 

გამოფენა ბათუმში  შვიდ დეკემბრამდე გაგრძელდება. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.