სიახლეები

რომელ განყოფილებაშია ყველაზე მეტი განაცხადი – კონკურსი ბათუმის მერიაში

19.11.2014 • 1456
რომელ განყოფილებაშია ყველაზე მეტი განაცხადი – კონკურსი ბათუმის მერიაში

 

მერიის აპარატის უფროსის, ნუკრი დეკანაძის თქმით, ამჟამად კონკურსის პირველი ეტაპი – განცხადებების გადარჩევა მიმდინარეობს. კონკურსის პირველი ეტაპი აპლიკაციების გადარჩევას ითვალისწინებს, თუ რამდენად შეეფერება ესა თუ ის კონკურსანტი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

„ამის შემდეგ კონკურსანტი გადადის კონკურსის მეორე ეტაპზე.  მეორე ეტაპი იქნება ტესტირება, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განსაზღვრული ბრძანების შესაბამისად. ტესტირების ჩატარების დრო დამოკიდებულია განცხადების გადარჩევაზე, რომელსაც ჩაატარებს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ვინც გამარჯვებს, გადალახავს მეორე ეტაპს შესაბამისად გადავა მესამე ეტაპზე, გასაუბრებზე“ -განმარტავს ნუკრი დეკანაძე.

 

მერიაში კონკურსის საბოლოო შედეგები ახალ წლამდე იქნება ცნობილი. ახალი წლის შემდეგ კი გამარჯვებული კონკურსანტები მერიაში მუშაობას დაიწყებენ.

 

გადაბეჭდვის წესი