სიახლეები

ბათუმის მერიისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა

19.11.2014
ბათუმის მერიისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა

სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას შესაბამისი სფეროს სპეციალისტები მიიღებენ.
შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2014 წელს  განხორციელებული და 2015 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინა.

ტურიზმის დეპარტამენტს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, შეხვედრაზე დადგა სამუშაო ჯგუფის შეკრების აუცილებლობა, რომელიც  2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისათვის იმუშავებს.

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქალაქში არ არის განთავსებული ნიშნულები, რომელიც ტურისტს გზის გაკვლევაში დაეხმარება.

„თუ გრძელვადიან პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, ეს არის კომპეტენციების გადანაწილების საკითხი. ჩვენ შეიძლება ასევე ვისაუბროთ ნიშნულების განთავსების და პარკინგის პრობლემის მოგვარების საკითხზე“ – განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.