შტორმი ბათუმში - 19.10.14/გაზეთ ბათუმელების ფოტო
შტორმი ბათუმში – 19.10.14/გაზეთ ბათუმელების ფოტო

ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ადიდებულმა მდინარემ გზას გამოაცალა საყრდენი და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ შევიწროვდა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის გამოყვანას უზრუნველყოფენ პოლიციის მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

 
 
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისიდან აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, რომლებიც ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან ერთად სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version