სიახლეები

ra

03.02.2015
ra

 

სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულები ერთჯერად ფულად კომპენსაციას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტირებული სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით, კერძოდ:

 

ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, გაეწევა ფინანსური სახის დახმარება – 700 ლარის ოდენობით. 

 

100 000-დან 200 000-ის  ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე   ოჯახებს – 600 ლარის ოდენობით;

 

200 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს ან ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, გაეწევათ დახმარება 400 ლარის ოდენობით. 

 

ამ სახით  დახმარების გაწევისათვის საჭირო თანხის დაზუსტების მიზნით, მერიას ეთხოვა შემჭიდროებულ ვადებში წარმოადგინოს დაზუსტებული სია, თითოეულ ოჯახზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულების მითითებით; რაც შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელი სახლებსა და მათი მიმდებარე ტერიტორიებზე მიყენებული ზიანის ლიკვიდაციას, მერიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულისათის ამ ეტაპზე 1 030 000  ლარი იქნება საჭირო, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.