„ჩვენ არვართ წინააღმდეგი ჰესის მშენებლობობის, მაგრამ არა სოფლის სკოლის და საცხოვრებელი სახლების ნგრევის ხარჯზე“  – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივივების განცხადებით სოფელში  საცხოვრებელ სახლებს ბზარები უჩნდება.   ხშირად   მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან შუაღამითაც უწევთ სახლის დატოვება, რადგან როცა აფეთქებები მიმდინარეობს მშენებლები მათ სახლების დატოვებას ხმოვანი ზარით მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით  სოფლის სკოლასთან გადაინაცვლეა.

აქციის მონაწილეების თქმით  სკოლის შენობას ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოფელში გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით აფეთქებები დაიწყო.

აქციაზე არ მისულან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აქცია დილის 12 საათზე დაიწყო და 2 საათს გაგრძელდა.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version