სიახლეები

არჩილ ხაბაძის საგანგებო განცხადება

27.08.2014 • 1089
არჩილ ხაბაძის საგანგებო განცხადება

 

„რაც შეეხება ცვლილებებს განათლების სამინისტროში, მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთან ბატონ გია თავამაიშვილთან. გავივლით რამდენიმე ვარიანტს და ვაკანტურ ადგილებზე შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის ახალ თანამშრომლებს დავნიშნავთ.

 

დაკავებული თანამდებობიდანგათავისუფლებულია სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე. ამეტაპზე მას ვერ შევთავაზებთ თანამდებობას. სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ პრეტენზიები დეპარტამენტის ფედერაციებთან ურთიერთობის და სტრატეგიული დაგეგმვის ნაწილში.

 

მე მივიღე გადაწყვეტილება მინისტრთან ერთად, რომ ამ თანამდებობაზე მოიძებნოს ისეთი კადრი, ვინც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს სპორტს და სპორტსმენების ინტერესებს დაიცავს. ჯერ გამოკვეთილი კანდიდატი არ გვყავს.

 

განათლების მინისტრის მოადგილე ქეთინო მანელიშვილიც გათავისუფლდა,მასთან კითხვები მქონდა თეატრში და სახელმწიფო ანსამბლში არსებული პრობლემების თაობაზე.

 

მე დაბატონი გია ვფიქრობთ, რომ კულტურის მხრივ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მოვიდა დრო ამ მიმართულებას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას ისეთი ადამიანი ჩაუდგეს სათავეში, ვინც უფრო ეფექტურად შეძლებს მართვას. ქეთევან მანელიშვილი ჩვენი გუნდის წევრია და ის გააგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას. მასთან კონსულტაციები მიმდინარეობსმის დასაქმებაზე.

 

ცვლილება შეეხო ასევე კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს ბიძინა აფხაზავას, თუმცა მისი გამოცდილების გათვალისწინებით, ის მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ ეტაპზე გათავისუფლებები არ იგეგმება, იქნება როტაცია, ეს შეიძლება მოადგილეებსაც შეეხოს და სერვის ცენტრებსაც. ერთი ვაკანსია გვაქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ორი კანდიდატურა შეირჩა, ორივე თავის სფეროში კომპეტენტური დაპროფესიონალია. მალე პირადად გავიცნობ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი