წუხელ არჩილ ხაბაძემ თანამდებობაზე დანიშნა რუსლან ქორიძეც – ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი და არჩილ ხაბაძესთან დაახლოებული პირი ამიერიდან აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იქნება. რუსლან ქორიძე „ბათუმელებთან“ ორი დღის წინ კატეგორიულად უარყოფდა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მასთან რაიმე სახის მოლაპარაკებას.

 

თანამდებობა დატოვა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ნაგერვაძემ. ჯერჯერობით მის პოზიციაზე არავინ წარუდგენიათ.

 

ცვლილებებია საგზაო სამმართველოშიც – ამ სამმართველოს უფროსად დანიშნულია ქობულეთის ყოფილი გამგებელი გია რომანაძე. სააგზაო სამმართველოს ყოფილი უფროსი – კახა შაშიკაძე კი  აჭარის მთავრობაში ადმინისტრაციული ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნეს. ამ თანამდებობაზე არჩევნებამდე სულხან ოქროპირიძე მუშაობდა, რომელიც ახლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეა. 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version