სიახლეები

აჭარის მთავრობის პროექტი აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის

22.08.2014
აჭარის მთავრობის პროექტი აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით  ბავშვები 2 კვირის განმავლობაში   სადღეღამისო მომსახურებით და ექიმის მეთვალყურეობით იქნებიან უზრუნველყოფილი.  ჩაუტარდებათ სარეაბილიტაციო ღონისძიებები, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ–საგანმანათლებლო და გასართობი პროექტები: გასვლები ბოტანიკურ ბაღში, აქვაპარკში, დელფინარიუმში, ხელოვნების მუზეუმში.

 

 

მთავრობამ შშმ ბავშვების ბათუმში მოწვევის გადაწყვეტილება ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მიერ აჭარაში მცხოვრები ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მიწვევის შემდეგ მიიღო.

 

 

ქართველი ბავშვები ნახიჩევანში სანატორიულ–კურორტული მკურნალობას 2012 წლიდან გადიან, წელს აქციამ ორმხრივი თანამშრომლობის სახე მიიღო.

 

 

 ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით 23 აგვისტოს, ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში აჭარიდან 22 ბავშვი გაემგზავრება.

 

 

 ბრონქული ასთმით და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ–კურორტული მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან. ბავშვებს მშობლები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი გაჰყვებიან.

 

აზერბაიჯანელი ბავშვების დასვენება და სარეაბილიტაციო კურსის გავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.