შავი ზღვის ლიგის ფინალური თამაში,   ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდა.  ერთმანეთს წყალტუბოს გუნდი „მაკნატუნა“, ოზურგეთის გუნდი „ანტიმენი“,  ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი „ნეპტუნი“ და  თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი „კოზა ნოსტრა“  ეჯიბრებოდნენ.

 

ჟიურის მიერ დაწერილი ჯამური შეფასების მიხედვით  გამარჯვებული  „ნეპტუნი“  გახდა.  მეორე ადგილზე „კოზანოსტრა“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „მაკნატუნას“ ხვდა წილად.  

 

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version