შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. პაატა დუმბაძე ამ ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი სამსახური, კერძოდ, მისი შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად დანიშვნა გახდა.

„თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორად მუშაობდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც 2014 წლამდე, ვიდრე ის ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებოდა.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version