ხულოს, ქედისა და შუახევის საკრებულოებს, განცხადებით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, მუნიციპალიტეტების გამგებლებმა გუშინ მიმართეს.
სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადება საკრებულოებმა დღეს, რიგგარეშე სხდომებზე დააკმაყოფილა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ნადიმ ვარშანიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ 18 მაისს, 12 საათზე ჩატარდება.