დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და დასაქმების სააგენტოს 2015–2018 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა შედგა.
შეხვედრაზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა – პროგრამის ბიუჯეტი 2015 -2018 წლები – 6 564 000 ლარი (ყოველ წელს 1 641 000 ლარი).