ამ დროისთვის, ჭიშკრების მონტაჟის სამუშაოები კომახიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში დაგეგმილია სადარბაზოს კარების მონტაჟი ჟორდანიას ქუჩაზე. სამუშაოები ორი თვის ვადაში დასრულდება. სამუშაოებს კომპანია „დია ამო“ ასრულებს.
პირველ ეტაპზე სადარბაზოების კარების შეცვლისთვის 283 ათასი ლარია გათვალისწინებული, ჭიშკრებისთვის კი 129 ათასი ლარი.