სიახლეები

„დოდოს მოლოდინში“ – პრემიერა ბათუმში

25.12.2013
„დოდოს მოლოდინში“ – პრემიერა  ბათუმში

„დოდოს მოლოდინში“ მწერალ დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა მომზადებული სპექტაკლია და მოგვითხრობს საბერძნეთში სამუშაოდ წასულ ქართველი ქალების ცხოვრების შესახებ.

მესხეთის თეატრში მიწვეული რეჟისორი სპექტაკლზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. პრემიერა 2013 წლის 28-29 ნოემბერს შედგა  ახალციხის თეატრში და ხუთჯერ დაიდგა.

საგასტროლო დადგმა  „დოდოს მოლოდინში“ იგეგმება ფოთისა და თბილისის თეატრებშიც.

სპექტაკლის წარმოდგენა ბათუმში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.