„სახურავი პროექტში სხვა ფერია და  ახლა რაცაა, ის სხვა ფერია. მივეცით გაფრთხილება და  10 ათასი ლარით დავაჯარიმეთ.  იყო კიდევ წვრილმანები, 6 თვე აქვთ ვადა, რომ ხარვეზი გამოასწორონ და მერე ჩავიბარებთ შენობას,“ – აცხადებს ბიძინა აფხაზავა.

 

მისივე თქმით, თოჯინების თეატრის სახურავის ფერი, რომელიც ამჟამად შინდისფერია,  პროექტის მიხედვით ვერცხლისფერი უნდა იყოს.  კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს ხარვეზის გამოსწორება, ბიძინა აფხაზავა პასუხობს: „ახადონ, ან ფერი შეცვალონ“.

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა 2012 წლის 27 თებერვალს გაიცა. სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს  „თაკევ   ინშაათი“ აწარმოებს. 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version