შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

 

ხვალ, 6 ივლისს, ჩემი ოჯახის კლინიკის ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შუახევის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.

 

უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება. კონსულტაციებს და გამოკვლევებს  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.

 

პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება. 

 

სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ანალოგიური აქცია 27 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version