ბათუმის ამერიკული კუთხეში 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის პროგრამირების საფუძვლების შესწავლის ონლაინტრენინგი ჩატარდება.

ერთსაათიან ონლაინსესიაზე ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კოდინგის საფუძვლებს და გაიგებენ თუ როგორ მუშაობს ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია თუ კომპიუტერული პროგრამები.

ონლაინტრენინგზე გამოყენებული იქნება code.org-ზე განთავსებული სასწავლო მასალები. თებერვლის თვეში ჯამში ორი სესია გაიმართება (5 და 26 თებერვალი).

კვირას, 5 თებერვალს, 13:00 საათზე, ტრენინგი ჩატარდება ბათუმის ამერიკულ კუთხეში, რომელიც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო აპლიკაცია. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 4 თებერვალი, დღის 12:00 საათი.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version