სიახლეები

ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაიწყო

04.04.2013
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაიწყო

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ქალაქის ქუჩებში გამყოფი ზოლების გავლებისა და პარკირების ადგილების განახლების სამუშაოებს ახორციელებს.

 

ყოფილი ჭადრაკის სასახლიდან ბაქოს ქუჩის ჩათვლით არსებულ მონაკვეთზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროცესში სპეციალისტთა 2 ბრიგადა არის ჩართული.

 

ამ ეტაპზე ქუჩების მონიშვნის სამუშაოები გორგილაძის ქუჩასა და შეიხის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 

გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელები, რომლებიც მხედველობადაქვეითებულ მგზავრებზე არის გათვლილი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ტურისტულ სეზონამდე უნდა დასრულდეს.

 

მომზადებულია პრესსამსახურზე დაყრდნობით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.