ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში

 

 

დღეს 2 აპრილს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვის ინსტიტუტი“ დაფუძნდა.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა ბეჟან გობაძემ აღნიშნა, ორგანიზაცია ძირითადად ადამიანის უფლებებების დაცვისა და სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით იმუშავებს.

 

„ეს იქნება კანონიერებაზე და სამართლიანობის დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. ძალიან ხშირად ბევრი რამ თითქოს კანონიერია, მაგრამ არასამართლიანია და მოხდება ამ საკითხების შესწავლა, ანალიზი და პრევენციის მიზნით შეთავაზება ხელისუფლებისათვის, რათა საბოლოოდ იგივე შეცდომები არ იქნეს დაშვებული“.

 

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას აკლია სიჯანსაღე, რაც ზოგადად ხელისუფლების ხარისხსაც განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოების გაჯანსაღების კუთხით მუშაობა იქნება.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version