სიახლეები

ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა

28.03.2013
ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა

 

 

მუზეუმის თანამშრომელმა, ლიანა გერგეშანიამ „ბათუმელებთან”აღნიშნა, რომ მუზეუმი ოცამდე ხელოვანის ნამუშევრებს მასპინძლობს:  „ძველი ნამუშევრების ახლებურად ჩვენება გვინდოდა, რაც უწყობს ხელს ხელოვნების პოპულარიზაციას.

 

ბევრი ხელოვანის ნამუშევრები იკარგება უსახსრობის გამო. რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით, ვთხოვეთ ნამუშევრების შეგროვება, ყველას გამოფენა ვერ მოვახერხეთ, შენობა ფიზიკურად ვერ დაიტევდა, ამიტომ ვფიქრობთ, გავაგრძელებთ ამ სერიას.”

 

 მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია ქვაზე,  ხეზე, მინაზე, ქვიშაზე, თექაზე და ა.შ.  

რუსუდან ლამპარაძემ გამოფენაზე თავისი კომპოზიციები წარადგინა: „ჩემი ნამუშევრები შესრულებულია ბუნებრივი მასალებისგან, დეკორატიული ყვავილებისგან, ქვიშისგან და მინისგან.”  

მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ დახმარებას განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან და ტურიზმის დეპარტამენტიდანაც  მიიღებენ და თვითნასწავლი ხელოვანების პოპულარიზაციას შეუწყოებენ ხელს.       

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.