15 წლის მოზარდი, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე, 17 იანვარს დაჭრეს. ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და ჯერჯერობით ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა ცხელ კვალზე დადგინდა, თუმცა ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის. როგორც სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version