დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე.
სხდომაზე თავისუფალი მედიის ჟურნალისტების დიდი ნაწილი არ შეუშვეს. ადგილები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და პარტიების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული.
სხდომის გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასაამართლოს სთხოვს აკრძალოს 5 ძირითადი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, გირჩი მეტი თავისუფლება“ და სხვა.
დღეს სწორედ აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს მმართველი პარტიის არადემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიის თვისებრივად ახალ, უმძიმეს ეტაპს.
პარტიების შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლება აპირებს საქართველოს მოსახლეობას წაართვას ხელისუფლების შეცვლის დემოკრატიული მექანიზმები და გაუუქმოს მოქალაქის მთავარი – არჩევანის უფლება.






