აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული ატესტაციის შედეგები ცნობილია

საატესტაციო კომისიის შეფასებით, დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება 2 საჯარო მოხელე, შეესაბამება -15, ნაწილობრივ შეესაბამება  9 და შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას – 1 თანამშრომელი.

 

საატესტაციო კომისიის ეს გადაწყვეტილება საჯარო მოხელეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ საპრეტენზიო კომისიაში.

 

საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არიან: აკაკი ძნელაძე, ირაკლი ჯაში, სულხან ღლონტი და რობერტ ჩხაიძე.

 

28 იანვარს ატესტაციას, რეგლამენტის მიხედვით, კიდევ 7 საჯარო მოხელე გაივლის.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version