„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 14 სექტემბრიდან  ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე იმოძრავებს.

კომპანიის განცხადებით, ცვლილება ზაფხულის სეზონის დასრულებას უკავშირდება.

„14 სექტემბრიდან ავტობუსები საზაფხულო გრაფიკიდან სტანდარტული მოძრაობის რეჟიმზე გადადის. გთხოვთ, მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება“- წერს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“.

_____________

ამავე თემაზე:

რას აჩვენებს ბათუმში ციფრები ავტობუსის ტაბლოზე, დროს თუ გაჩერებების რაოდენობას

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version