უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 424 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 12 144 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 24 940 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 46 019 ერთეული [+66]
- MLRS – 1 936 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 492 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 437 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 411 005 ერთეული [+1 801]
- სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 919 ერთეული [+12]
- გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 120 727 ერთეული [+420]
- სპეცტექნიკა – 4 420 ერთეული [+0]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 906 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
- 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინის დრონებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს დაარტყეს – ბროვდი