სიახლეები

„60 ლარს, კაცის გადარჩენაში არ მაძლევენ “

30.05.2012
„60 ლარს, კაცის  გადარჩენაში არ მაძლევენ “

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ექიმ გია დიასამიძის რეპლიკის „ რა ამბავი 60 ლარი კაცის გადარჩენაში არ მაძლევენ მაგდენს “ადრესატი მერის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გელა მახარაძე იყო. დღეს სხდომაზე სწორედ გელა მახარაძემ გამოიტანა საკითხი რომლის მიხედვითაც ბათუმის საკრებულომ ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენას ეხებოდა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით დაცულ სადგომზე მანქანის გადაყვანის საფასური 60 ლარით იყო განსაზღვრული . თუ ავტომანქანის პატრონი მანქანას ღამით არ დატოვებდა კიდევ 10 ლარი უნდა გადაეხადა, იმ შემთხვევაში თუ საჯარომო სადგომზე მანქანა ღამითაც დარჩებოდა მაშინ 20 ლარი.
საკრებულოს თავჯდომარემ გიორგი კირთაძემ კენჭისყრაზე გია დიასამიძის მიერ შემოთავაზებული ტარიფიც დააყენა.
საჯარიმოზეა ავტოსატრანსპორტო საშუალების გადატან ა 30 ლარი , ღამით მანქანის დატოვების შემთხვევაში კი 10 ლარი.
ტარიფების შემცირებას მხარი ოპოზიციის 5 წარმომადგენლმაც დაუჭირა და უმრავლესობის კიდევ 6 წევრმა: გოდერძი ტოტოჩავამ, გია კავაზაშვილმა გია დიასამიძემ მანანა ილურიძემ ნუკრი დოლიძემ და ნოდარ დუმბაძემ .ხმათა ეს რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა საკითხის გასატანად.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა ამ ფაქტს „ისტორიული და უპრეცედენტო „უწოდა და საკრებულოს ნაცინალური მოძრაობის წევრებს ეს დღე მიულოცა ირაკლი ჩავლეიშვილი „გასული მოწვევის საკრებულოს ქონდა მცდელობა ჩემი კანდიდტურითვის დაეჭირათ მხარი მიწის კომისიაში და დამიჭირეს კიდეც, თუმცა 5 წუთში მაშინდელმა თავჯდომარემ ხელმეორედ გაიტანა და ვინც მიჭერდა მხარს ხელი წინააღმდეგ აწია, კარგი იქნება თუ შემდეგ სხდომაზე იგივე არ განმეორდება“
ბათუმის ავტოპარკინგმა სპეციალური ევაკუატორი საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადასატანდ უკვე შეიძინა .

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.