დააკავეს კაცი, რომელსაც ბათუმში ავტობუსის მძღოლის ცემას ედავებიან.  შემთხვევა დღეს, 16 თებერვალს მოხდა.

დაკავებული შუახნის კაცია. წინასწარი ინფორმაციით, მან მძღოლს ავტობუსის გაჩერება იქ სთხოვა, სადაც ავტობუსის გაჩერება არ არის.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს.

Exit mobile version