სიახლეები

ჯვარი, გმირთა საფლავები და აზიზიეს მეჩეთი

30.05.2012 • • 1214
ჯვარი, გმირთა საფლავები და აზიზიეს მეჩეთი

„… დღეს ხდება იმ გმირების პატივისცემა, რომლებიც აქ არიან დაკრძალულები, რაც ცოტა დაგვიანებულია. პირველ რიგში აქ ჯვარი უნდა აღიმართოს, რადგან ყველა ქრისტიანის საფლავზე ჯვარი აუცილებელია“ – უთხრა მამა მარკოზმა „ბათუმელებს“. ის დღეს გოგებაშვილისა და  გამსახურდის ქუჩების კვეთასთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, სადაც ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებია ჯვრის აღმართვის მიზნით მოსამზადებელ სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. ეს ის ადგილია სადაც აზიზეის მეჩეთი მდებარეობდა, დღემდე გავრცელებული ინფორმაციით კი თურქეთის მხარე თურქეთში მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ აზიზეის მეჩეთის აღდგენას ითხოვს. 

ცაგო კახაბერიძე

მამა მარკოზის თქმით უახლოეს დღეებში ქართველი მეომრების საფლავებთან ქვაში გამოკვეთილი ჯვარცმა აღიმართება, ოთხ მარტს კი ამ ადგილას წირვა ჩატარდება რასაც „არამარტო აჭარის არამედ სრულიად საქართველოს სამღვდელოება და მრევლი დაესწრება.“

კითხვაზე მეომართა საფლავებთან ჯვრის აღმართვის გადაწყვეტილება უკავშირდება თუ არა აზიზეის მეჩეთის შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორამაციას? მამა მარკოზი პასუხობს: „მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ეკლესიის პოზიცია იმ თემასთან დაკავშირებით რაზეც ამდენი ხანია პოლემიკა მიმდინარეობს, აწუხებს საზოგადეოებას და ბუნებრივია უნდა აწუხებდეს. მეჩეთების მშენებლობა აჭარაში არ იზღუდება და არც შეზღუდულა არასდროს, ამის ნათელი მაგალითია ის, რომ აჭარაში 150 მეჩეთი და 45 ეკლესიაა, მინდა ეს კარგად გაიგოს ყველამ და განსაკუთრებით თქვენ ჟურნალისტებმა მინდა გთხოვოთ მიაქციოთ ყურადღება ამ ციფრებს. საუბარი იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ვართ მეჩეთების წინააღმდეგი – ეს არის უბრალოდ ცილისწამება, აბსურდი და რათქმაუნდა მე ვფიქრობ მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადება, რათა  მოხდეს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის რაიმე დაპირისპირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ აჭარაში 150 მეჩეთი და 45 ეკლესიაა და აქედან გამომდინარე რომელი რომელს დევნის… პირიქითაც შეიძლება იფიქროს ვინმემ.

რაც შეეხება აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ეკლესიის პოზიცია არის ასეთი, რომ აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია მოსახლეობაც და მათ შორის ჩვენც. მეჩეთები შენდება და არავინ ხელს არ უშლის ამას, მაგრამ ეს  იყო დამპყრობელის სახელზე აგებული მეჩეთი, ამიტომ ის არ უნდა აშენდეს აჭარაში მითუმეტეს  სხვა სახელმწიფოს დაფინანსებითა და ზედამხედველობით. აი ეს არის ეკლესიის პოზიცია.“

გადაბეჭდვის წესი