სიახლეები

წყალი, წყალმა, წყალს…

30.05.2012
წყალი, წყალმა, წყალს…

 თამარ კიწმარიშვილი

ხუთი წელია გაზეთ „ბათუმელებში“ ვმუშაობ. ჩემს საქმიანობას სტატიების წერასთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი პროტესტის გაზეთში გამოხატვა მომინდა. რედაქტორის კაბინეტში შესულმა გავიგონე, როგორ საუბრობდნენ გაზეთის რედაქტორი და ჟურნალისტი ბათუმის წყალკანალზე და იმ წუთში გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. კი მაგრამ, სად არის წყალი? რატომ წყდება გაუფრთხილებლად, უმიზეზოდ და რატომ არ ვიცით სანამდე უნდა ველოდოთ წყალს? მინიმუმ კვირაში ორჯერ, ჩემს სახლში ონკანის მოშვება უშედეგოდ მთავრდება. 26 მაისის ქუჩაზე ვცხოვრობ, ქალაქის ცენტრში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ონკანში წყალი მაინც არ მოდის. მერე მეზობლებს გადავძახებ ხოლმე  -არის შენთან წყალი? არაა და არც „მატორშია“, ვიღებ ხშირად პასუხად. თუ ბედმა გაგვიღიმა და მეზობელ ეზოში მოწანწკარებს, ვედროს და ბოთლებს ხელი უნდა სტაცო და სწრაფად დაიკავო რიგი, სანამ იქაც არ შემწყდარა წყალი. ამასობაში ნიჟარაში ჭურჭლის რაოდენობა იზრდება და სამზარეულოსკენ გახედვაც კი ნერვებს გიშლის. ასეთ დროს სხვა არაფერი დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ საათობით უყურო ტელევიზორს.  
ერთი ქართული კინოფილმი მახსენდება, „ცისფერი მთები“, სადაც დღეებისა და თვეების განმავლობაში რიგში მყოფი კაცი მდივან გოგონას მორიდებით ეკითხება: „უკაცრავად, საიდან სანამდეა დალოდების საათები?“ ბოლოს იმ კაცსაც ეშველა და შეხვდა დირექტორს, ჩვენი ლოდინის საათები კი არა და არ მთავრდება.

არ ვიცი, ზუსტად რატომ წყდება წყლის მოწოდება. თუ წვიმს (არადა ბათუმში ხშირად წვიმს) წინასწარ ვხვდებით, რომ წყალი არ იქნება და ვიმარაგებთ. მაგრამ ხშირად  მშვენიერი ამინდია, მზე ანათებს, ონკანში კი წყალი მაინც არ მოდის.  არა მგონია, მხოლოდ ჩემს ქუჩაზე ხდებოდეს ასეთი ამბავი. ჩემი ნათესავი ხიმშიაშვილის ქუჩის #6 -ში ცხოვრობს, უწყლობა მასთან სამი წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩემი სხვა, უფრო იღბლიანი ნათესავი მოსკოვის ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ძალიან ვეცოდებით, უწყლობის გამო. არ ვიცით, ასე რამდენ ხანს გაგრძელდება. ერთხელაც უნდა მივიდე წყალკანალში და ვიკითხო: „როდიდან როდემდეა დალოდების საათები“?

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.